ფირმა AMD


Advanced Micro Devices 1969 წლის 1 მაისს დააარსეს Fairchild Semiconductor-ის ყოფილმა თანამშრომლებმა. თავდაპირველად კომპანია ლოგიკურ ჩიპებს აწარმოებდა. 1975 წელს კი ოპერატიული მეხსიერებების ბაზარზე შეაბიჯა. ამავე წელს AMD-ში შექმნეს Intel 8080 მიკროპროცესორის "ორეული". როგორც ჩანს კომპანიას პროცესორის "კლონირება" ყველაზე მეტად მოეწონა, ამიტომ მალევე წარმოადგინა თავისი საკუთარი, AMD 29K პროცესორი. სურათზე სწორედ მას ხედავთ, ოღონდ უკვე 1987 წელს გამოსულს...

ამავე პერიოდში კომპანია უშვებდა AMD7910 და AMD7911 "World Chip" FSK მოდემებს, 1982 წელს დადებული კონტრაქტის მიხედვით კი AMD-ს უფლება ჰქონდა Intel-ის პროცესორები ეწარმოებინა და აწარმოებდა კიდეც Intel 8086 და 8088 პროცესორებს IBM-ის კომპიუტერებისთვის. აი აქედან დაიწყო AMD-ს მაიმუნობა...1991 წელს მან "გადაშუშა" Intel-ის პროცესორი, ამჯერად უკვე i386 და AM386 უწოდა.
წელიწადზე ნაკლებ დროში მილიონზე მეტი AM386 გაიყიდა. AMD-ს შემდეგი პროცესორიც - Am486 ასევე Intel-ის i486-ის ორეული იყო. ყველაფერი მარტივია - "კლონი" პროცესორები ორიგინალთან შედარებით იაფი ღირდა, Intel-ს კი ზემოხსენებული კონტრაქტის გამო არ შეეძლო AMD-სთვის ხელი შეეშალა. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 1992 წელს AMD გაამართლეს (!). რის შემდეგაც დაიწყო მეორე სასამათლო პროცესი, რომელიც მხოლოდ 1994 წელს დასრულდა. AMD-ს კონტრაქტი შეუჩერეს, მაგრამ მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა პროცესპრების წარმოებაში და სრულიად დამოუკიდებელი პროდუქტიც მალევე წარმოადგინა.

K5 , K6 და Athlon

AMD-ს პირველი ნამდვილად თავისი პროცესორი, რომელიც სერიაში გავიდა, იყო K5. "K" აღნიშნავდა "Kryptonite"-ს.
ეს პროცესორი 500 ან 350nm ტექნოლოგიით მზადდებოდა, 4.3 მილიონი ტრანზისტორისგან შედგებოდა და 16KB ქეში ჰქონდა, რაც Pentium-ზე 2-ჯერ მეტი იყო. სამწუხაროდ დაბალმა სიხშირემ (75-100MHz, ბოლო სერიებში - 133MHz) თავისი გავლენა იქონია პროცესორის გაყიდვადობაზე, ამასთანავე Intel-მა თავის პროცესორებში დანერგა MMX ტექნოლოგია და AMD იძულებული გახდა K5-ის გაუმჯობესებული ვერსია - K6 გამოეშვა. ეს 1997 წელს მოხდა.
350nm ტექნოლოგიაზე აგებულ პროცესორს ჰქონდა 8.8 მილიონი ტრანზისტორი, 32KB კეში, 66MHz FSB და 200, 233, 266 ან 300MHz სიხშირე. იგი ადვილად უწევდა კონკურენციას Pentium II-ს.1999 წლის 23 ივნისს AMD-მ წარმოადგინა კიდევ ერთი პროცესორი - K7. ჩვენ მას Athlon-ის სახელით ვიცნობთ. 
ამ სერიის პირველი პროცესორი გახლდათ Athlon Classic. მას კარტრიჯის სახე ჰქონდა (იხ. სურ.) და სპეციალურ სლოტში იდგმებოდა, რომელიც Intel-ის "Slot 1"-ის იდენტური იყო.
Pentium II-ის მსგავსად Athlon Classic-საც 512KB მეორე დონის ქეში(L2) ჰქონდა. ის 22 მილიონ ტრანზისტორს შეიცავდა, ტაქტური სიხშირეები კი 500-დან 1000MHz-მდე მერყეობდა. ეს იყო პირველი პროცესორი, რომლის სიხშირე 1000MHz-ს შეადგენდა.


Athlon-ის მეორე პროცესორია Thunderbird (T-Bird). ეს პროცესორიც კარტრიჯიანი გახლდათ, ჰქონდა 256KB მეორე დონის კეში, MMX და 3DNow! ტექნოლოგიების მხარდაჭერა, სიხშირეები 600-დან 1400MHz-მდე მერყეობდა და იოლად ჯაბნიდა PIII და ადრეულ P4-ებსაც კი.
2001 წელს Intel-მა გამოუშვა 1.7GHz სიხშირის მქონე Pentium 4. AMD-ს T-Bird-ს კი არ შეეძლო 1.4GHz-ზე მეტის განვითარება, ამიტომ ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა Athlon XP (Xtreme Performance) 1333–1733MHz (1500+ to 2100+) ტაქტური სიხშირით და 256KB მეორე დონის კეშით.
მას 2003 წელს მოჰყვა Barton და Thorton პროცესორები 130nm ტექნოლოგიით და მაქს. 2200MHz ტაქტური სიხშირით.

ამავე წელს AMD-მ მოახდინა K8 პროცესორის, ანუ Athlon 64-ის პრეზენტაცია. გამოდიოდა ერთბირთვიანი (Athlon 64) და ორბირთვიანი (Athlon 64 X2) პროცესორები.
Athlon 64-ს მოყვა Opteron-ი, რომლის ბაზაზეც 2007 წლის 10 სექტემბერს გამოუშვეს AMD-ს პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი.....

შემდეგი ნაბიჯი უკვე 65-45nm-იანი Phenom გახლდათ (K10) . 

Phenom-ს მოყვა Phenom II, რომელსაც 2-ის მაგიერ 6MB L2 კეში აქვს. 

Bulldozer - აი ასე ჰქვია AMD-ს თაობის ერთ-ერთ პროცესორის სერიას. მას აქვს დაახლოებით 100W TDP, 32nm ტექნოლოგია და 8 ბირთვი, რომელიც 2011 წელს იქნა გაყიდვაში გაშვებული..

Bobcat - ეს კი მეორე  როცესორია, რომელსაც სულ რაღაც 10W TDP აქვს. ეს არის ძალიან გამარტივებული x86 პროცესორი.

როგორც იცით, 2006 წელს AMD-მ იყიდა კომპანია ATI და მასთან ერთად გამოუშვა ახალი ტიპის პროცესორი, რომელსაც CPU და GPU გაერთიანებული აქვს. პროექტის კოდური სახელწოდებაა "AMD Fusion". 

1. ახალი ტიპის პროცესორი იქნება მრავალბირთვიანი, რომელიც თავის თავში შეიცავს როგორც CPU-ს, ასევე GPU-ს. მათ ექნებათ ერთმანეთისგან განსხვავებული ტაქტური სიხშირეები.
2. პროდუქცია ფოკუსირებული იქნება როგორც გრაფიკული კომპანიებზე, ასევე ჩვეულებრივ მომხმარებელზეც.
3. Fusion სერიის პროცესორებს ექნებათ ახალი დიზაინი, რომელსაც "M-Space" ეწოდება. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება პროცესორების მთელი კომბინაციების შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისთვის. 
4. პროდუქციას ექნება მინიმუმ 16 PCIe "სტრინგი" , სავარაუდოდ 3.0 ვერსიისა.
5. პროცესორს ექნება 10%-ით მეტი პინი, ვიდრე "ჩვეულებრივ პროცესორს" აქვს დღესდღეობით. თუმცა უცნობია რომელია ეს "ჩვეულებრივი". სოკეტს ერქმევა "Socket FS1"
6. "Fusion"-ები თავდაპირველად 32nm ტექნოლოგიაზე იქნება აგებული, შემდგომში კი "გადაახტება" Core i9 პროცესორებს და სავარაუდოდ 22nm არქიტექტურაზე გადავა.
7. პროცესორების სახელწოდებები სავარაუდოდ "Falcon" და "Swift" იქნება.


AMD პროცესორების ოჯახი

AMD Duron
ტაქტური სიხშირე 950 MHz
მონაცემთა სალტის გამტარიანურობა FBS 200 Mhz
ინტერფეისი  PGA 453 Socket
დამზადების ტექნოლოგია 32 nm
თანრიგიანობა 32 Bit

ქეშ-მეხსიერება 64 KB
მაქსიმალური ტემპერატურა 90°C
ენერგო მოხმარება 44 W

AMD Phenom
ტაქტური სიხშირე 3.3 MHz
ბირთვების რაოდენობა 6

ვირტუალური ბირთვი (HT) 6
მონაცემთა სალტის გამტარიანურობა (FBS) 667 Mhz
ინტერფეისი  PGA 938 Socket
დამზადების ტექნოლოგია 32 nm
თანრიგიანობა 64 Bit

ქეშ-მეხსიერება 6 MB
მაქსიმალური ტემპერატურა 62°C
ენერგო მოხმარება 125 W
AMD  Athlon
ტაქტური სიხშირე 1.8 MHz
ბირთვების რაოდენობა 1

ვირტუალური ბირთვი (HT) 1
მონაცემთა სალტის გამტარიანურობა (FBS) 1533 MHz Mhz
ინტერფეისი  PGA 453 Socket
დამზადების ტექნოლოგია 42 nm
თანრიგიანობა 64 Bit

ქეშ-მეხსიერება 2 MB
მაქსიმალური ტემპერატურა 0°C - 90°C
ენერგო მოხმარება 35 W

AMD Sempron
ტაქტური სიხშირე 3.2 MHz
ბირთვების რაოდენობა 2

ვირტუალური ბირთვი (HT) 4
მონაცემთა სალტის გამტარიანურობა (FBS) 800 MHz  Mhz
ინტერფეისი   939 Socket
დამზადების ტექნოლოგია 42 nm
თანრიგიანობა 64 Bit

ქეშ-მეხსიერება 2 MB
მაქსიმალური ტემპერატურა 69°C
ენერგო მოხმარება 75 W

AMD Opteron სერვერის ტიპის პროცესორი
ტაქტური სიხშირე 2,5 MHz
ბირთვების რაოდენობა 16

ვირტუალური ბირთვი (HT) 16
მონაცემთა სალტის გამტარიანურობა (FBS) 3200 MHz  Mhz
ინტერფეისი  Socket G34
დამზადების ტექნოლოგია 32 nm
თანრიგიანობა 64/128 Bit

ქეშ-მეხსიერება 16 MB
მაქსიმალური ტემპერატურა 69°C
ენერგო მოხმარება 115 W


No comments:

Post a Comment