ფირმა Intel-ი

  პერსონალური კომპიუტერებისათვის პროცესორების მწარმოებელ ფირმებს შორის მსოფლიო ლიდერია ფირმა intel-ი. ფირმა intel - ის ლიდერობა გარკვეუწილად განაპირობა კომპიუტერის მწარმოებელმა ფირმა IMB - ის მიერ intel - ის პროცესორების გამოყენებამ. 
  კორპორაცია ინტელი დაფუძნდა 1968 წელს როგორც ინტეგრირებული ელექტორნიკის კორპორაცია, ამერიკაში მდებარე მულტინაციონალური კორპორაცია, კარგად ცნობილი მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებით. ინტელი ასევე აწარმოებს ქსელურ კარტებს, მეინბორდის ჩიპსეტებს, კომპონენტებსა და სხვა მოწყობილობებს. ინტელს მოწინავე კვლევითი პროექტები აქვს ნახევარგამტართა წარმოების ყველა სფეროში.
  კორპორაცია ინტელი ჩამოაყალიბა რობერტ ნოისმა და გორდონ მურმა 1968 წელს, იმის შემდეგ რაც ეს 2 პიროვნება გამოაგდეს Fairchild Semiconductorიდან (ამ კომპანიამ გამოიგონა პირველი ინტეგრირებული დაფა), ამის შემდეგ კი რობერტ ნოის და გორდონ მურს მალე შეუერთდა ენდი გროუვი,ხანგრძლივი გარჩევის შემდეგ მათ თავიანთ ახალბედა კომპანიას დაარქვეს სახელი Intel (ინტეგრალნაია ელექტრონიკა). ბიზნეს გეგმა შედგებოდა მხოლოდ 1 ფურცლისგან, პირველი დაფინანსება კომპანია ინტელმა მიიღო Fairchildისგან (Fairchild დაეხმარნენ გაეკეთებინათ კომპანია) 2.5 მილიონი დოლარის ოდენობით.

 კომპანიის პირველი შედეგები დაფიქსირდა 1971 წელსროდესაც იაპონურმა კომპანიამ Busicom_მა შეუკვეთა 12 ცალი სპეციალიზირებული მიკროსქემა, ამის შემდეგ ინჟინერმა ტედა ხოფფმა გამოიგონა 1 უნივერსალური მიკროპროცესორი Intel 4004, ამ პროცესორის შესაძლებლობები აღემატებოდა იმ დროისთვის არსებულ კომპიუტერების შესაძლებლობებს, შემდეგი სერია იყო Intel 8008.

Intel 8080 8 ბიტიანი მიკროპროცესორი, გამოუშვა კომპანია Intelმა 1974 წელს, წარმოადგენდა Intel 8008 დასრულებულ სრულყოფილ სახეს.
ახალი პროცესორი გამოვიდა 6 მიკრულ NMOS ტექნოლოგიით, რომლითაც შესაძლებელი გახდა 1 კრისტალში ჩაეტიათ 6000 ტრანზისტორი, პროცესორი აგებული იყო 8008 ის არქიტექტურით მაგრამ ბევრად განსხვავდებოდა მის წინამორბედზე ახალ პროცესორში იყო ძალიან დახვეწილი ფუქნციები: 16 გადაცემის ფუნქციის შესრულება, 31 ჯგუფი მის დასამუშავებლად, 28ჯგუფი მის გადასაცემად, 5 სამართავი ჯგუფი. მიკროპროცესორ Intel 8080 არ იყო ესეთი თვისებებიდა ეს ყველაფერი კეთდებოდა პროგრამის დახმარებით, ასევე Intel გვთავაზობდა შიდა სოპროცესორს. 64Kb მახსოვრობა. 8 ბიტი რეგისტრები (A, B, C, D, E, H, L), რეგისტრები წყვილად ასრულებდნენ ფუნქციებს BC, DE, HL.

   Intel 80286 (ასევე ცნობილი როგორც i286) არის 16 ბიტიანი X86 ოჯახის მეორე თაობის მიკროპროცესორი, გამოშვებულია 1982 წლის 1 თებერვალს, ეს მოდელი არის სრულყოფილად დამთავრებული Intel 8086 და იყო 3-6 ჯერ სწრაფი მასზე, პროცესორს იყენებდა IBM PC.
პროცესორ i286 იგონებდნენ Intel 80186/80188ის პარალელურად, Intel 8086 14 რეგისტრიან პროცესორში დამატებული იქნა ახალი 11 რეგისტრი, რეალიზაციისთვის და დაცვისთვის,16 ბიტი (MSW),16 ბიტი (TR),64-ბიტიანი და 2 40-ბიტიანი (GDTR, IDTR, LDTR)და 6 სეგმენტი , 48 ბიტი.
 პროცესორი იყენებდა იგივე ინსტრუქციას რასაც პროცესორი Intel 80186 იყენებდა , რომელსაც დაუმატეს 16 ფუნქცია (LGDT, LIDT, LLDT, LMSW, LTR, SGDT, SIDT, SLDT, SMSW, STR, ARPL, CLTS, LAR, LSL, VERR, VERW) მახსოვრობასთან მუშაობისთვის . ჯგუფი PUSH.
 პროცესორ i286 რეალიზირებული იყო 2 რეჟიმი: ესენია დაცული რეჟიმი და რეალური რეჟიმი, ამისთვის საჭირო იყო ოპრეაციული სისტემა Microsoft Windows 3.0, IBM OS/2 ან UNIX.
 ასევე ცნობილია როგორც i386 ან უბრალოდ 386,32 ბიტიანი x86 მესამე თაობის ინტელის პროცესორი, გამოშვებულია 1985 წლის 17 ოქტომბერს, ეს პროცესორი იყო პირველი 32 ბიტიანი ჩიპი IBM PCში,86DX
პირველი პროცესორი 386 ოჯახიდან გამოშვებული იქნა 13 ოქტომბრეს 1985წელს და იყენებდა 16 MHz ტაქტურ სიხშირეს. პროცესორ 386SX გამოსვლის შემდეგ პროცესორებმა მიიღეს ინდექსი ‘’DX’’ — ‘’D’’ouble-word e’’X’’ternal, რომელიც ანიშნებდა 32 ბიტიან სისტემაზე. პროცესორი გათვლილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებზე. წარმოება CHMOS IV ტექნოლოგიით 400 მა. 16 თებერვალს 1987 წელს კომპანია ინტელმა გამოუშვა მოდელი 20 MHzთი; 1988 წლის 4 აპრილს 25MHzთი და 1989 წლის 9 აპრილს 33MHzთი. პროცესორები შედგებოდა PQFP-132 (ესეთი პროცესორები იყენებდნენ კორპუს «NG» თავიდანვე დასახელება, მაგალითად , NG80386DX25) ან კარამიკულ PGA-132 (როგორც «A» , მაგალითად A80386DX25)
პირველი პროცესორი 386DXს ქონდა შეცდომები,რომელსაც ქონდა 32 ბიტ ზე მუშაობის დროს პრობლემები შემდეგ ოპერაციულ სისტემაზე:OS/2 2.x, UNIX/386,ან Windowsზე. პრობლემა ის იყო რომ სისტემა ვერ კითხულობდა. ეს პრობლემა გამოსწორდა 1987 წელს. სულ მალე კომპიუტერიCompaq 386, რომელიც ინტელის “386″ პროცესორით იყო აღჭურვილი, ძალიან პოპულარული გახდა, რამაც Intel_ს კიდევ უფრო დიდი მოგება მოუტანა. რა თქმა უნდა კომპანიის ინჟინრები ხვდებოდნენ, რომ შესაძლებელია უფრო მძლავრი მიკროპროცესორების დამზადება და წარმოება, რომელთაც იმ დროისთვის უფრო მეტი ფუნქციონალურობა და მეტი ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა ექნებოდათ. კომპანიამ 1989 წელს Intel 486 მიკროპროცესორი შექმნა:

შემდეგ P6-Pentium Pro და გაუმჯობესების ნიშნად შეიცვალა, როგორც Pentium II 1997 წელს. P II 350nm-ზე დამზადებული პროცესორი იყო 233/266MHz სიხშირით და 66MHz FSB-თი. 1997 წლის ბოლოსთვის დამზადდა P II-ის გაუმჯობესებული, 300MHz-იანი ვარიანტი. ხოლო 1998 წელს გამოვიდა 250nm-იანი Pentium II-ები, რომელთაგან საუკეთესოს სიხშირე 450MHz იყო.
მის შემდეგ 90_იანი წლებიდან კომპანია იწყებს ახალი პროცესორების წარმოებას, კოდური სახელით: „P5” (“Operation Bicycle”) და „P6”. P5 პუბლიკის წინაშე წარსდგა 1993 წელს, როგორც Intel Pentium, მას მოჰყვა
შემდეგ P6-Pentium Pro და გაუმჯობესების ნიშნად შეიცვალა, როგორც Pentium II 1997 წელს. P II 350nm-ზე დამზადებული პროცესორი იყო 233/266MHz სიხშირით და 66MHz FSB-თი. 1997 წლის ბოლოსთვის დამზადდა P II_ის გაუმჯობესებული, 300MHz-იანი ვარიანტი. ხოლო 1998 წელს გამოვიდა 250nm-იანი Pentium II-ები, რომელთაგან საუკეთესოს სიხშირე 450MHz იყო.
Intel არ დუნდებოდა და 1999 წლის 26 თებერვალს გამოუშვა Pentium III:
ახალი მიკროპროცესორები მზადდებოდა სანტა კლარაში (კალიფორნია) და ჰილსბოროში (ორეგონი). სანტა კლარაში დამზადდა ასევე მაშინდელი x86 მიკროპროცესორების წარმატებული მოდელი „P7”. მისი ტესტირება
თავიდან ჩავარდა, მაგრამ Hewlett-Packard(HP) ის ინჟინრებმა მოახერხეს ამ მოდელის წარმატებით ტესტირება და გამოყენება. ამის შემდეგ კომპანიამ 2001 წელს პირველი IA-64, 64-bit არქიტექტურის Itanium გამოუშვა, მაგრამ
მან ვერ გამოიჩინა ეფექტურობა x86 სისტემასთან შედარებით, სამაგიეროდ კომპანია AMD_მ მოახერხა და წარადგინა x86-64 მიკროპროცესორები, რომელმაც უფრო დიდი პოპულარულობა მოიპოვა. იტანიუმის და P7_ის შემდეგ The Hillsboro ჯგუფი, პირველი იყო ვინც Pentium 4(კოდური სახელით P67; P68) პროცესორები წარადგინა.
Willamette for socket 423. სერიამ სახელწოდება ადგილის მიხედვით მიიღო – სწორედ Williamette Valley_ში
(ორეგონის შტატი) მზადდებოდა ეს პროცესორები, რომელთაგან პირველი 2000 წლის ნოემბერში გამოვიდა 1.4 და 1.5GHz სიხშირით და 180nm არქიტექტურით. სამწუხაროდ მან AMD Duron-საც კი ვერ აჯობა ბენჩმარკებში, ხოლო მაღალმა ფასმა -644$ (1.4 GHz) და 819$ (1.5 GHz) მალე მოუღო მას ბოლო. 2001 წელს
გამოვიდა 478 სოკეტზე 1.7, 1.8, 1.9 და 2.0GHz პროცესორები. ამავე წლის აგვისტოში Intel_მა წარმოადგინა ახალი, “845″ ჩიპსეტი და P4-მაც ნელ-ნელა ძალების მოკრება დაიწყო. Northwood, იგივე P4A (კოდური ნომერი 80532). გამოვიდა 2002 წლის იანვარში, რათა დაეძლია AMD Athlon XP. პროცესორის სიხშირეები იყო 1.6, 1.8, 2.0 და 2.2GHz. FSB უდრიდა 400MHz-ს. პროცესორებს Williamette_სთან შედარებით ასევე გაეზარდათ კეში 256KB-დან 512KB-მდე და რაც მთავარია 180nm არქიტექტურა შეცვალა 130nm არქიტექტურამ. სპეციალურად ნორსვუდისთვის გამოვიდა 845 ჩიპსეტის სპეც-ვერსია, რომელიც DDR SDRAM მხარდაჭერით იყო აღჭურვილი და აორმაგებდა PC133 SDRAM გამტარიანობას. 2002 წლის აპრილში გამოვიდა 2.4GHz P4 533MHz FSB-თი. მაისში გამოვიდა 2.53GHz მოდელი, აგვისტოში 2.66 და 2.8GHz და ნოემბერში 3.06GHz პროცესორი.
 Intel-AMD ბრძოლა გამწვავდა, ახალი პროცესორების საპასუხოდ AMD-მაც წარმოადგინა Athlon XP-ს ახალი მოდელები, მაგრამ ძირითადად Intel_ის Northwood პენტიუმები ჯობდნენ მათ, თანაც 3.06GHz პენტიუმებს Hyper-Threading ტექნოლოგია ჩაენერგათ, რამაც მათი გამოთვლითი შესაძლებლობები გაზარდა. 2003 წლის აპრილში ახალ პროცესორს სახელი გადაარქვეს, ის გახდა Pentium 4 HT. მას უკვე 800MHz FSB ქონდა და ეჯიბრებოდა AMD-ს ახალ, Opteron პროცესორების სერიას იმის მიუხედავად, რომ ოპტერონი სერვერული პროცესორი იყო.
Prescott 2004 წლის 1 თებერვალს გამოვიდა. მისი მთავარი ღირსება 90nm არქიტექტურა იყო. ახალი პროცესორი უკვე ახალ, LGA 775 სოკეტზე მზადდებოდა და 3-3.8GHz დიაპაზონი აითვისა. 
Cedar Mill Pentium 4_ის საუკეთესო, 65nm-იანი ვერსიაა, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ ის იგივე Prescott იყო, უბრალოდ 90-დან 65nm-ზე დაყვანილი, პროცესორს უდიდესი წარმატება
ხვდა წილად რადგან პროცესორი ნაკლებ სითბოს გამოყოფდა და ოვერქლოქშიც უფრო სტაბილური იყო. 2006 წლის ბოლოს გამოვიდა Cedar Mill_ის D0 ვერსია Intel 64, Hyper-Threading და Virtualization ტექნოლოგიების მხარდაჭერით. ასევე გამოდიოდა Cedar Mill 2MB კეშით. სიხშირეები 3GHz_დან 3.6GHz_მდე მერყეობდა, მაგრამ კარგი დიზაინის გამო LN_ით 8GHz-მდე იწეოდა სიხშირე. სწორედ Cedar Mill სერიიდანაა თქვენთვის ცნობილი P4 631, 641, 651 და 661.
Smithfield და Presler:
Smithfield (90nm) და Presler (65nm) თქვენთვის უფრო ცნობილია Pentium D სახელით.
ეს ორბირთვიანი პენტიუმების სერიაა, რომელცი 2005 წლიდან გამოდიოდა და Intel Dual-Core-ს

კომპანიის განვითარება

Intel სწრაფად განვითარდა: როდესაც კომპანია დაარსდა, სახელი გაითქვა მიკროჩიპების წარმოებით. მისი ძირითადი პროდუქტები იყო SRAM-ჩიპები. Intel_ის ბიზნესმა ზრდა 70-იანი წლებიდან დაიწყო, ამან კი თავის მხრივ ფირმისთვის სერიოზული დაკვეთების გამოჩენა განაპირობა. კონკრეტულად, მას დაევალა IBM PC-სთვის მიკროპროცესორების წარმოება. IBM personal computer-ის დაპროექტების და პირველი წარმატებების შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი უფროსი (CEO) გრუვი დაარწმუნდა, რომ კომპანიის ხედვა და განვითარება მიკროპროცესორებისკენ უნდა წასულიყო და შეცვლილიყო მისი ძირითადი ბიზნესის ასპეკტი. შედეგი სახეზეა: 80-იანების დასაწყისშიც კი კომპანია უკვე მოიაზრებოდა, როგორც PC ინდუსტრიის მართველი. (ეს პერიოდი გრუვმა შემდეგ თავის წიგნში აღწერა-Only Paranoid Survive(მხოლოდ პარანოიდი გადარჩება)).
XXI საუკუნის დასაწყისში Intel-ს ჩავარდნები ჰქონდა რადგან High-end მიკროპროცესორებზე მოთხოვნა დაეცა, მაგრამ ეს ჩავარდნა (‘ასევე აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO)) Craig Barett_მა ამოავსო სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით, რომელთა უმეტესობა წარატებული აღმოჩნდა და განაპირობა კომპანიისთვის ძველი ლიდერობის დაბრუნება.
2005 წელს კომპანიის ერთ-ერთმა CEO-მ, Paul Otellin-მა გადაწყვიტა რომ კომპანიის ნაწარმს ანუ მიკროპროცესორებს და მიკროჩიპებს უფრო მეტი ფუნქციონალურობა შეეძინა და გამოეყენებინათ სხვადასხვა პლატფორმებზე, კერძოდ ციფრულ ტექნიკაში. ამან განაპირობა კომპანიის ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

Intel პროცესორის „ოჯახი“

Intel Celeron
ბირთვების რაოდენობა - 2
ვირტუალური ბირთვი (HT) - 2
ტაქტური სიხშირე - 2,8 Ghz
თანრიგიანობა - 64 Bit
ქეშ მეხსირერება 2 MB
FSB (მონაცემთა სალტის გამტარიანობა)- 553 Hz
დამზადების ტექნოლოგია - 22 Nm
ენერგო მოხმარება - 53 W


Intel Pentium
ბირთვების რაოდენობა - 1
ვირტუალური ბირთვი (HT) - 2
ტაქტური სიხშირე - 3.4 Ghz
თანრიგიანობა - 64 Bit
ქეშ მეხსირერება 2 MB
FSB (მონაცემთა სალტის გამტარიანობა)- 800Hz
დამზადების ტექნოლოგია - 65 Nm
ენერგო მოხმარება - 86 W



Intel Core i3
ბირთვების რაოდენობა - 2
ვირტუალური ბირთვი (HT) - 4
ტაქტური სიხშირე - 2,5 Ghz
თანრიგიანობა - 64 Bit
ქეშ მეხსირერება 3 MB
FSB(მონაცემთა სალტის გამტარიანობა) 1600
დამზადების ტექნოლოგია - 22 Nm
ენერგო მოხმარება - 35 W


Intel Core i5
ბირთვების რაოდენობა - 4
ვირტუალური ბირთვი (HT) - 4
ტაქტური სიხშირე - 2,9 Ghz
თანრიგიანობა - 64 Bit
ქეშ მეხსირერება 6 MB
FSB(მონაცემთა სალტის გამტარიანობა) 1600Hz
დამზადების ტექნოლოგია - 22 Nm
ენერგო მოხმარება - 53 W

Intel Core i7
ბირთვების რაოდენობა - 6
ვირტუალური ბირთვი (HT) - 8
ტაქტური სიხშირე - 3,9 Ghz
თანრიგიანობა - 64 Bit
ქეშ მეხსირერება 12 MB
FSB(მონაცემთა სალტის გამტარიანობა) 1600Hz
დამზადების ტექნოლოგია - 22 Nm
ენერგო მოხმარება - 73 W

Intel Xenon სერვერის ტიპის პროცესორი
ბირთვების რაოდენობა - 8
ვირტუალური ბირთვი (HT) - 16
ტაქტური სიხშირე - 3,6 Ghz
თანრიგიანობა - 64/128 Bit
ქეშ მეხსირერება 24 MB
FSB(მონაცემთა სალტის გამტარიანობა) 1600Hz
დამზადების ტექნოლოგია - 32 Nm
ენერგო მოხმარება - 130 W






No comments:

Post a Comment